logo
ENG



დავითულიანი ამტკიცებს, რომ ცარიელი ფურცლის გამო "ვერავის დააკავებდნენ"

28 სექ 202310:58
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ ცარიელი ფურცლის გამო "ვერავის დააკავებდნენ". ასე უპასუხა მან სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვას. 

"მე კონკრეტული სასამართლო პროცესი არ მინახავს და არ ვიცი, რა წერია იმ დასკვნაში, თუმცა ცარიელი ფურცლის გამო არ იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი. შეიძლება, იქ იყო პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა, ან სხვა რამე. ცარიელ ფურცელზე ვერავის დააკავებდნენ, ეს არის ტყუილი", - ამბობს ის ჟურნალისტებთან. 

2 ივნისს აქციაზე თეთრი ფურცლებისა და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო დაკავებულები გუშინ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.

საბა ბრაჭველი, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ერთ მუხლში გაამართლა და მათ 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო იმავე დღეს დაკავებული ნოდარ სიხარულიძე მან ორივე მუხლში გაამტყუნა და 2 000 ლარით დააჯარიმა.


close დახურვა